სოფელ ნუკრიანში აფეთქება მოხდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელთან, სადაც ბანკომატია განთავსებული, აფეთქება მოხდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

აფეთქების შედეგად დაზიანდა შენობის კედლები, ჩამსხვრეულია შუშები.

ადგილობრივივი მცხოვრებლების განცხადებით, აფეთქება ბანკომატიდან თანხის წაღების მიზნით მოხდა, თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის  187-ე მუხლით მიმდინარეობს,  რაც სხვისი ნივთის  განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

“სპუტნიკი”