“კანონი და სამართალი”-ს ლიდერი თაკო ჩარკვიანი პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებელსა და ქვეყნის დღევანდელ ფაქტიურ მმართველს ბიძინა ივანიშვილს და პარტიის ლიდერებს მიმართავს, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ გააყალბონ. ხოლო გაყალბების შემთხვევაში კი დიდ საპროტესტო აქციებს მიიღებენ.
– “ჩემთვის მიუღებელია კადაფიზაცია და ამიტომ მე შურისძიების მოწინააღმდეგე ვარ. ჩემი რჩევაა, გულწრფელი რჩევა, იმ ადამიანისა, რომელიც 2012 წელს ელოდებოდა, რომ იმედები გამართლდებოდა. ერთ-ერთი ადამიანი მეც ვიყავი, რომელიც ისე ელოდა როგორც მთელი საქართველო და გვეგონა, რომ რა სახელიც ჰქონდა ქველმოქმედისა, ის გაიმეტებდა სამშობლოსთვის სახელმწიფოებრივად ქველმოქმედებას.
ეხლა კი გულწრფელად ვურჩევ დღევანდელ მთავრობას და კერძოდ ივანიშვილს, რომ თავში არც კი გაივლონ რაიმე სახის გაყალბება, თორემ უბრალოდ გავწვებით რუსთაველზე.
შეურაცხყოფას არ მივაყენებინებთ ქვეყანაზე და ხალხიც ამას ნამდვილად აღარ აპატიებს ქოსატყუილა მთავრობასა და პირადად ივანიშვილს! ქვეყანაში დიდი უმუშევრობა და შიმშილია, ყოველგვარი განვითარება შეწყვიტა ქვეყანამ” – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა TV “პირველში” სტუმრობისას.
წყარო: ipress.ge