ჩემი დღევანდელი ერთ-ერთი მთავარი სლოგანია, რომ თითოეულმა ადამიანმა იცოდეს, ვინაა თავისი ოჯახის ექიმი და მისი ნომერი, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში პირბადის ტარება აუცილებელია გარე სივრცეებშიც.
„კოვიდი არ გაქრება არსად, იქნება ჩვენთან ერთად. შემოვიდა ტერმინი კოვიდის გრიპიზაცია,რაც იმას ნიშნავს, რომ მსგავსად გრიპისა, კოვიდი სეზონურად იქნება და ამას უნდა შევეჩვიოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.