ალექსანდრე ლუკაშენკო: ქვეყნიდან გაქცევას არ ვაპირებ

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ოპოზიციისა და საპროტესტო აქციების წნეხის ქვეშ ქვეყნიდან გაქცევას არ აპირებს.

„ახლა თუ ვინმე ფიქრობს, რომ ავდგები და გავიქცევი, ყველამ დაინახა, რომ ამ მოვლენების დროს ერთი ნერვიც არ ამიტოკდა. უფრო რთული სიტუაციები გამოვიარეთ. ქუჩებში მანქანებს წვავდნენ. ყველაფერი ეს გადავაგორეთ“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკონ.

ბელარუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არასდროს გაქცეულა ქვეყნიდან და გაქცევას არ აპირებს.