ჟურნალ Bild-ის ჟურნალისტების ინფორმაციის თანახმად, გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ნატოელ პარტნიორებთან ერთად ჩაატარეს საიდუმლო სწავლება “მდგრადი შუადღე”.
სწავლება ითვალისწინებდა სხვადასხვა ქმედებას ბირთვული ომის შემთხვევაში. გამოცემა იუწყება, რომ სწავლება ჩატარდა ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიაში განლაგებულ საავიაციო ბაზა ნერფენიხში. ამ ადგილებში ინახება ამერიკული წარმოების B61 ტიპის წყალბადის ბომბი. ამას გარდა, ბიუხელეში ჩატარდა მანევრები “მედეგი გვარდია”, რომლის ფარგლებშიც სწავლობდნენ ავიაბაზის დაცვას თავდასხმის შემთხვევაში.
Bild-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ ნატო სერიოზულად არის შეშფოთებული ატომური ომის საფრთხით, რომელმაც მკვეთრად მოიმატა მას შემდეგ, რაც აშშ-მა დატოვა საშუალო და მცირე სიშორის მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმება.
“საქართველო და მსოფლიო”