უკრაინაში დიდი პოლიტიკური სკანდალი აგორდა. ეს მას შემდეგ, რაც ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო და გააუქმა ნორმა, რომელიც ქონებრივი და ფინანსურ დეკლარაციაში განზრახ არასწორი მონაცემების შეტანის გამო სახელმწიფო მოხელეს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებდა.
ანალიტოკოსების აზრით, უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს 27 ოქტომბრის ეს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელია და ის ძირს უთხრის ქვეყანაში ანტიკორუფციული რეფორმების გატარებას, ვინაიდან ანტიკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ანტიკორუფციული კანონმდებლობის ზოგიერთი დებულება.
რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, კორუფციის პრევენციის ეროვნულ სააგენტოს (NACP) აღარ აქვს წვდომა სახელმწიფო მოხელეებისა და სახელმწიფო სამსახურში მყოფი მოქალაქეების შემოსავლებზე, დანახარჯებზე, მათ კუთვნილებაში არსებულ უძრავ ქონებასა და ამ ქონების გაყიდვით მიღებულ თანხებზე.
აღნიშნული ხელისუფლების განწყობის ვექტორის ცვლილებაა, რაც მოხდა საპროტესტო აქციების მერვე დღეს ევროპული ქალაქების ქვეყნებში.
„28 ოქტომბრიდან დაიხურა ელექტრონული დეკლარაციების რეესტრი. სასამართლოს გადაწყვეტილებამ ხელ-ფეხი შეუკრა უკრაინის ნაციონალურ ანტოკორუფციულ ბიუროს, რომელიც იძულებული ხდება დახუროს თავის წარმოებაში არსებული 110 საქმე“, – წერს რადიო თავისუფლება.
საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით პრორუსმა პოლიტიკოსმა ვიქტორ მედვედჩუკმა და ოლიგარქ იგორ კოლომოისკისთან დაახლოებულმა პოლიტიკოსმა, ვიქტორ პალიცამ მიმართეს, რაც ცხადყოფს, რომ ამ სკანდალის უკან რეალურად იგორ კოლომოისკის ინტერესები იკვეთება.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია დასავლეთი. ევროკომისიამ უკვე მიანიშნა კიევს, რომ შესაძლოა ქვეყანას ევროპასთან უვიზო რეჟიმი შეუჩერდეს.
ახლა ზელესნკის ადმინისტრაცია ცდილობს შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის პოვნას. პრეზიდენტმა უშიშროების საბჭო მოიწვია და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საპირისპიროდ რადაში ახალი საკანონმდებლო პაკეტის წარდგენის განკარგულება გასცა. რადას უმრავლესობას პრეზიდენტის პარტია „ხალხის მსახური“ აკონტროლებს, თუმცა რთული სათქმელია შეძლებს თუ არა ახალი პაკეტი უმრავლესობის მხარდაჭერას, გამომდინარე იქიდან, რომ მმართველ პარტიაში ბოლო ხანს სერიოზული განხეთქილებაა და დეპუტატთა ნაწილი იგორ კოლომოისკის გავლენის ქვეშაა.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ანალიტიკოსთა ნაწილმა „ფარული გადატრიალება“ უწოდა, რომელიც ქვეყანას უკან, 90-იან წლებში აბრუნებს.
წყარო: primetime.ge