გორში ავარიას ბაჩო ახალაიას ბიძაშვილი ემსხვერპლა

საზარელ ავარიას გორში 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 10 პირი. გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსში, რომელსაც ტრაილერი დაეჯახა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ისხდნენ, ისინი აქციიდან ბრუნდებოდნენ.

გარდაცვლილებს შორის არის საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ბიძაშვილი, ელვარდი ახალაია.

ცნობისთვის, გუშინ, 29 ოქტომბერს, გვიან ღამით ერთმანეთს ავტობანზე სამარშრუტო მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა „გორმედში“ გადაიყვანა.

შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლის, მე-8 ნაწილით დაიწყო.

“ალია”