გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში კაცმა საკუთარი ცოლი და დასახმარებლად შესული მეზობელი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. კიდევ ერთი მეზობელი დაჭრა.
დაშავებული, რომელსაც ჭრილობები სახისა და მხრის არეში აქვს მიყენებული, გურჯაანის საავადმყოფოშია გადაყვანილი და ამ წუთებში გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება.
მომხდარის მიზეზებზე პოლიცია მუშაობს.