სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა, შეიძლება პრეზიდენტ ზელენსკის მეორე ფატალური შეცდომა იყოს – დიმიტრი სპივაკი

“სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა, შეიძლება პრეზიდენტ ზელენსკის მეორე ფინალური, ფატალური შეცდომა იყოს“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი დიმიტრი სპივაკი

Mikheil Saakashvili during his visit to Ukraine within the frame of Euromaidan events. December 7, 2013.

უკრაინულ ტელეარხ news one-ის თოქშოუში „უკრაინული პოლიტიკის ეპიცენტრი“ სპივაკმა განაცხადა, რომ უკრაინა ტრანზიტული ზონა აღმოჩნდა სააკაშვილისთვის.

„რაც მე არ მსიამოვნებს, ისაა, რომ ჩვენი ქვეყანა ტრანზიტული ზონა აღმოჩნდა სააკაშვილისთვის. ანუ სულ ერთია სად და როგორ, მისთვის მთავარია მართვა. ეს მიუღებელია მორალური და ზნეობრივი თვალსაზრისით თუ შევაფასებთ“ – აცხადებს სპივაკი.

მისივე თქმით, სააკაშვილი თავს პრეზიდენტად გრძნობს და შესაბამისად იქცევა.

“მას არ შეუძლია იყოს მეორე, მესამე ან მეთვრამეტე, ან ვიცე-პრემიერი, ან რამე სხვა. ეს მისთვის უაზრო ქმედებებია, იგი ლიდერია.

ის ძალიან კონფლიქტური ადამიანია, მისმა დაუოკებელმა ენერგიამ შეიძლება აბსოლუტურად არაადეკვატურ ქცევებამდე მიიყვანოს, რომელიც ატომურ აფეთქებას ჰგავს, და სად, რა, როდის აფეთქდება ფაქტიურად არაპროგნოზირებადია. ეს არის ადამიანი კონფლიქტი, ადამიანი დამანგრეველი და ეს სიმართლეა“ – აცხადებს სპივაკი.

წყარო: primetime.ge