სადღაც შორიდან “სკაიპით” ჩართული ლიდერის მიერ გაკეთებული განცხადებას შესაძლოა სამართლებრივი შეფასებაც მიეცეს – გახარია
ის, რაც გუშინდელი აქციის დროს ლიდერმა(მიხეილ სააკაშვილი) განაცხადა, ეს ფაქტობრივად კონკრეტული ქმედებებისკენ მოწოდება იყო,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, თუ თავისუფლება ზღვარს გადის და კანონდარღვევაში გადაიზრდება, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი სისტემა ეფექტურად და ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს.
“ის, რაც გუშინდელი აქციის დროს ლიდერმა განაცხადა, ეს ფაქტობრივად კონკრეტული ქმედებებისკენ მოწოდება იყო, თუმცა, სადღაც შორიდან „სკაიპით“ ჩართული ლიდერის მიერ გაკეთებული განცხადებას შესაძლოა სამართლებრივი შეფასებაც მიეცეს. თუმცა, ეს არ არის მთავარი. მთავარი არის ის, რომ ქვეყანაში სრულად არის დაცული გამოხატვის თავისუფლება. ეს არის თითოეული ჩვენი მოქალაქის მიღწევა. შესაბამისად, ვერავინ და ვერაფერი შეზღუდავს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას. თუმცა, სადაც ეს გამოხატვის თავისუფლება ზღვარს გადის და კანონდარღვევაში გადაიზრდება, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი სისტემა სწრაფად, ეფექტურად და ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს“,-განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, „გაყალბებაზე პასუხი იქნება ღირსება, შეტევა და ხალხის მიერ ხელისუფლების ძალიან სწრაფად ხელში აღება. პირადად, პასუხი გაგეცემა ძალიან მკაცრად“.
წყარო: itv.ge