არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ინფორმაციით, აზერბაიჯანი სტეფანაკერტს ბომბავს

აზერბაიჯანი დღეს დილიდან მთიანი ყარაბაღის დედაქალაქს სტეფანაკერტს ბომბავს, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დედაქალაქს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა, განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნაწილი.

წინასწარი ინფორმაციით, ჯერჯერობით არავინ დაშავებულა.