რას ჰყვებიან ქართველი ემიგრანტები თურქეთსა და საბერძნეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვის შესახებ!?

რას ჰყვებიან ქართველი ემიგრანტები თურქეთსა და საბერძნეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვის შესახებ – “დაზაფრულები ვართ უკვე, არ ვიცი რა ვთქვათ”

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ „პრაიმტაიმი“ იქ მყოფ ქართველ ემიგრანტებს დაუკავშირდა.

თურქეთში მყოფი ერთ-ერთი ემიგრანტის, ნინი იოსებაშვილის თქმით, მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქე არ დაშავებულა.

„ახლაც კი უცებ ისეთი ბიძგი იყო, რომ გარეთ გამოვედით. მე და ჩემი მეგობარი ერთად ვცხოვრობთ, ისიც ქართველია. დაზაფრულები ვართ უკვე, არ ვიცი რა ვთქვათ. სახლები დაბზარულია.

საბედნიეროდ, ჯერჯერობით ქართველები ყველა კარგად ვართ. 2.51 წუთზე მოხდა მიწისძვრა. აქ 6.6 ბალს აცხადებენ“, – უთხრა თურქეთში მყოფმა ემიგრანტმა, ნინი იოსებაშვილმა „პრაიმტაიმს“.

„პრაიმტაიმი“ საბერძნეთში მყოფ ერთ-ერთ ქართველ ემიგრანტსაც ესაუბრა.

„ყველაფერი კარგად არის. მშვიდობაა. იზმირში მოხდა მიწისძვრა, ბიძგებმა ჩვენს კუნძულამდეც მოაღწია. კარგად შეგვაქანა, შევშინდით. მაგრამ მადლობა უფალს, რომ ახლა მშვიდობაა“,- უთხრა „პრაიმტაიმს“თამარ მელქაძემ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი იზმირის სანაპიროსთან ახლოს, ეგეოსის ზღვაში, 16.5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მიწისძვრა საბერძნეთშიც იგრძნობოდა.

TASS-ის ინფორმაციით, თურქეთის ქალაქ იზმირში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა, დაშავებულია 800-ზე მეტი ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – ნახეთ ვიდეო

https://primevideo.ge/thurqethshi-6-6-magnitudis-simdzlavris-mitsisdzvra-mokhda/?jwsource=cl

წყარო: primevideo.ge