საბერძნეთის დასავლეთსა და ალბანეთში არის მთათა სისტემა პინდი _ბერძნულად პინდოსი. თვით ბერძნები, აგრეთვე, მათი მეზობლები იმ ადგილიდან გამოსულთ გონებაჩლუნგ, ხარბ და მშიშარა ადამიანებად მიიჩნევდნენ.
არსებობს ვერსია, რომ ბერძნებმა ეს სიტყვა სრულიად ბალკანეთში გაავრცელეს, კერძოდ, გაიტანეს იუგოსლავიაში, სადაც ქვეყნის დაშლისა და გაუთავებელი ომის პერიოდში აიტაცეს და ამერიკელ “მშვიდობისმყოფელებს” მიაკერეს.