30 მაჟორიტარული ოლქიდან 16-ში, მათ შორის თბილისის 8-ვე ოლქში მეორე ტური გაიმართება

ცესკოს მიერ დათვლილი ყველა საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 30 მაჟორიტარული ოლქიდან მეორე ტური 16 ოლქში გაიმართება.

16 ოლქიდან მეორე ტური 21 ნოემბერს შედგება თბილისის 8-ვე ოლქში.

უფრო კონკრეტულად, დედაქალაქის ოლქებში პირველ-მეორე ადგილზე გასული კანდიდატების მიერ მიღებული მხარდაჭერის პროცენტული მაჩვენებელი ასეთია:

#1 მთაწმინდისა და კრწანისის მაჟორიტარული ოლქი:

ბექა ოდიშარია – 44.81%

შალვა შავგულიძე – 29.45%

 

#2 ვაკის მაჟორიტარული ოლქი

ნოდარ ტურძელაძე – 42.24%

ელენე ხოშტარია – 35.55%

 

#3 საბურთალოს რაიონი

დავით სერგეენკო – 43.23%

 

ალექსანდრე ელისაშვილი – 19.16%

#4 ისნის რაიონი

 

კახა კახიშვილი – 46, 74%

ხატია დეკანოიძე – 27.23%

 

#5 სამგორის რაიონი

სოზარ სუბარი – 45.87%

ლევან ხაბეიშვილი – 39.18%

 

#6 დიდუბისა და ჩუღურეთის მაჟორიტარული ოლქი

გია ვოლსკი – 42.69%

ზურა-გირჩი ჯაფარიძე – 21,09 %

 

#7 ნაძალადევის რაიონი

მიხეილ ყაველაშვილი – 43.76%

შალვა ნათელაშვილი – 25.01%

 

#8 გლდანის რაიონი

ნიკა მელია – 43.88%

ლევან კობიაშვილი – 42.69%

რაც შეეხება რეგიონებს, რეგიონების 22 მაჟორიტარული ოლქიდან მეორე ტური “ქართული ოცნებისა“ და “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ კანდიდატებს შორის, შემდეგ 8 ოლქში გაიმართება:

 

#10 თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული ოლქი

ირაკლი ქადაგიშვილი – 47,26%

გიორგი ბოტკოველი – 40.43%

 

#12 რუსთავის მაჟორიტარული ოლქი

ნინო ლაცაბიძე – 47.37%

დავით კირკიტაძე – 32.6%

 

#16 ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარული ოლქი

ზაალ დუგლაძე – 49.34%

ნატო ჩხეიძე – 29.62%

 

#23 ქუთაისის მაჟორიტარული ოლქი

ზაზა ლომინაძე – 42.16%

გრიგოლ ვაშაძე – 34.72%

 

#28 ბათუმის მაჟორიტარული ოლქი

რესან კონცელიძე – 40.97%

ლევან ვარშალომიძე – 37.3%

 

#27 ზუგდიდის მაჟორიტარული ოლქი

ირაკლი ჩიქოვანი – 47,91 %

მალხაზ ჯალაღონია – 36,95 %

 

#21 ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქი

ბეჟან წაქაძე – 49,49 %

კახა გეწაძე – 26,98 %

 

#30 ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქი

ანზორ ბოლქვაძე – 46,26 %

მიშა ბოლქვაძე – 32,5 %

 

რაც შეეხება დანარჩენ 14 ოლქს, “ქართული ოცნების” კანდიდატებმა პირველივე ტურში გაიმარჯვეს ანუ მათმა მხარდაჭერამ 50 %-ს გადააჭარბა.