ანა დოლიძე თამარ ჟვანიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს!

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა დოლიძე ცესკო თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. ამის შესახებ ანა დოლიძემ პროკურატურასთან მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„მე დღეს აქ მოვედი, რათა მოვითხოვო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა თამარ ჟვანიასი და კიდევ ვინც გამოვლინდება ამ პროცესში, რომელმაც საკუთარი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით გააყალბა დიდუბე-ჩუღურეთის არჩევნები. გაყალბების ფაქტები ეხება საარჩევნო უბნების 80%-ს.

მთავარი მიზანი არის ბატონი ვოლსკის გამარჯვება და პოტენციურად შექმნილი ახალი ძალის დისკრედიტაცია, რომელმაც მე დამიჭირა მხარი.

დიდუბე-ჩუღურეთი არის ერთი პატარა ლაბორატორია, რომელშიც დადასტურდა იმ გაყალბებები, რასაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰქონდა ადგილი” – განაცხადა ანა დოლიძემ.

მან პროკურატურაში დიდუბე-ჩუღურეთში არჩევნების გაყალბების ფაქტების გამოძიების დასაწყებად განცხდებაც შეიტანა.

როგროც ანა დოლიძე ამბობს, ის ოპოზიციის აქციებს შეუერთდება.

წყარო: ptn.ge