ავსტრალიაში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა 5 თვის განმავლობაში

პირველად 5 თვის განმავლობაში, ბოლო 24 საათში ავსტრალიაში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ვიქტორიას შტატში, რომელიც მეორე ტალღის ეპიცენტრი ი

ყო, 112 დღიანი ლოქდაუნის შემდეგ უკვე 2 დღეა, ინფექცია აღარავის გამოვლენია.

ხელისუფლებაში ამბობენ, რომ შეზღუდვები, უახლოეს დღეებში, შესაძლოა, შემსუბუქდეს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ავსტრალიაში 27500 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 900 ადამიანი.

 

“რუსთავი2”