თურქეთის ქალაქ იზმირში მიწისძვრიდან 65 საათის შემდეგ, მაშველებმა 3 წლის ბავშვი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ის მაშველების მიერ გადარჩენილი 106-ე ადამიანია.
გოგონა დედასთან და სამ და-ძმასთან ერთად მოყვა ნანგრევებში. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 30 ოქტომბერს მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ იზმირის სანაპირო რეგიონში, ეგეოსის ზღვაში, 16.5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
სტიქიას 400-ზე მეტი ძლიერი ბიძგი მოჰყვა. ბიძგები იგრძნობოდა საბერძნეთშიც.
წყარო: primetime.ge