საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა. ინფორმაცია მეზვრიშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე გაავრცელა.
ნათია მეზვრიშვილს კოვიდინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი.
„კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, გადავედი თვითიზოლაციაში“, – წერს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.
კოვიდინფიცირებულთან მჭიდრო კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში იმყოფებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავაც.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1852-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 42 579-ს მიაღწია.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 26 800 ადამიანი გარდაიცვალა 342. კარანტინის რეჟიმშია 2 977, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 293 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2204 ადამიანი იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
“სპუტნიკი”