მწერალი, ალექსანდრე პაიკიძე, სოციალურ ქსელში, გზავნილს ავრცელებს:
“ახლა აგიხსნით, თუ რატომ დამარცხდა ხალხი და რა უადგილოა ზოგიერთების ზეიმი, როდესაც ნაცების “დამარცხებით ხარობენ”.
წინა პარლამენტში, ნაციონალურ მოძრაობას ყავდა 7 დეპუტატი. ახლა ეყოლება (დაახლოებით) 33 დეპუტატი. დაამარცხეთ ხო? იცით რისი ბრალია ეგ ამბავი? ოცნების არნახული კორუფციის, ატკატების, უტიფრობის და სრული არაპროფესიონალიზმის!
ახლა, რატომ დამარცხდა ხალხი? იმიტომ რომ უტვინოა და სიახლის ეშინია, იმიტომ რომ დაიჯერა, თითქოს ამ ორის გარდა სხვას არავის შეუძლია ქვეყნის მართვა.
ზოგადად, ძალიან ბევრი იმიტომ შემიძლია ჩამოგითვალოთ, მაგრამ ეს პოსტი მხოლოდ ნაციონალების დამარცხებას ეხება.”