პროცენტები გაყავით 1.9-ზე, ნახავთ ხალხში თქვენს რეალურ მხარდაჭერას, მხოლოდ 56% მოვიდა არჩევნებზე

ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

პოლიტიკურ პარტიებს მივმართავ! ცესკო-ს დაწერილ პროცენტზე ნუ გაამახვილებთ ყურადღებას. ცესკო-მ რაც დაგიწერათ აი ის პროცენტები უნდა გაყოთ 1,9-ზე და ნახავთ ხალხში თქვენს რეალურ მხარდაჭერას. რატომ? იმიტომ რომ ამომრჩევლის მხოლოდ 56% მოვიდა არჩევნებზე, დანარჩენმა არ ჩათვალა საჭიროდ პარტიების გულისთვის თავის შეწუხება. მოსულთაგან ბევრი მაჟორიტარობის კანდიდატების ანუ პიროვნებების ხათრით მოვიდა. შემდეგ არჩევნებზე, სადაც მხოლოდ პარტიული არჩევნები დაგეგმეთ, კიდევ უფრო ნაკლები ამომრჩეველი მოვა დიდი ალბათობით.