ანზორ აბჟანდაძე სოციალურ ქსელში გზავნილს აქვეყნებს:
როგორც ჩანს, პატრიოტთა ალიანსიც არ აპირებს პარლამენტში შესვლას, რაც, ვფიქრობ სრულიად არასწორია შემდეგი მიზეზის გამო:
მიუხედავად იმისა, რომ პატრიოტთა ალიანსს ბევრი მხარდამჭერი აქვს, ყოველ შემთხვევაში იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე ეს არჩევნებში მიღებული პროცენტებით გამოისახა, პატრიოტთა ალიანსმა, დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაში საეჭვოა რომ მაღალი პროცენტი აიღოს.
მიზეზი ის გახლავთ, რომ პატრიოტთა ალიანსის მხარდაჭერების საკმაოდ დიდი ნაწილი მაინც “ქართულ ოცნებას” აძლევს ხმას ნაცების დაბრუნების შ ი შ ი თ. სანამ ეს შიში იარსებებს, პატრიოტთა ალიანსი ისევ ამ მდგომარეობაში აღმოჩნდება, თუნდაც ახალი არჩევნები დაინიშნოს.
ამიტომ, პატრიოტთა ალიანსმა უნდა გაითვალისწინოს ეს სამწუხარო რეალობა, შევიდეს პარლამენტში და კვლავ აქტიურად გამოიყენოს პარლამენტის ტრიბუნა.