რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებით- რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებით და ორიენტირებული იქნება ნაბიჯებზე, რომელსაც გადადგამს ამ ქვეყნის ახალი ხელისუფლება ორმხრივი კავშირების ფარგლებში. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენი პოზიცია საქართველოსთან მიმართებით დიდი ხნის წინ განისაზღვრა. ჩვენ მომხრე ვართ ამ ქვეყანასთან ურთიერთობის გამოსწორების. ბუნებრივია, ორიენტირებული ვიქნებით იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც გადადგამს ამ ქვეყნის ახალი ხელისუფლება რუსეთთან მიმართებით“, – განაცხადა რუდენკომ სააგენტო „ტასს“-ის კითხვაზე, რომელიც ეხებოდა მოსკოვის პოზიციას საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებზე.

რუდენკომ აღნიშნა, რომ არჩევნები თბილისის შიდა საქმეა, რომლის შედეგები უნდა შეაფასოს, უპირველეს ყოვლისა, ქართველმა ამომრჩეველმა.

„წინ არის მთავრობის ფორმირების დიდი პოლიტიკური პროცესი. შევხედავთ, როგორ განახორციელებენ თავის დაპირებებს“ , – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.