ამ შენობაში იყო უზენაეს დეპუტატთა საბჭო და ყველა იყო კომუნისტური პარტიის წევრი, სულიერი მემკვიდრეები არიან იმ ხალხის, ვინც აქ საბჭოთა დროს იჯდა და სწორი იქნება, მარტო ისხდნენ ოპოზიციის გარეშე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
„პარლამენტი არსებობს სხვადასხვანაირი, პარლამენტი არსებობს ზოგიერთ ცენტრალური აზიის, მაგალითად, ავტორიტარულ ქვეყნებში, სადაც ერთი პარტიაა წარმოდგენილი. საბჭოთა კავშირშიც იყო სხვათაშორის, ამ შენობაში მათ შორის, უზენაეს დეპუტატთა საბჭო ერქვა და ყველა იყო კომუნისტური პარტიის წევრი, ასე ისხდება აქ „ქართული ოცნების“ შემადგენლობა. სულიერი მემკვიდრეები არიან იმ ხალხის, ვინც აქ საბჭოთა დროს იჯდა და სწორი იქნება რომ მარტო ისხდნენ იქ ოპოზიციის გარეშე“, – განაცხადა სამადაშვილმა.
მისივე თქმით, „ბიძინა ივანიშვილს მოუწევს გამოცხადება, რომ ქვეყანაში იცვლება საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა და ინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები“.
„ბიძინა ივანიშვილს მოუწევს გამოცხადება, რომ ქვეყანაში იცვლება საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა და ინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები. ვფიქრობ, რომ ეს არის ის სცენარი, რომლითაც მოვლენები განვითარდება უახლოეს ორ კვირაში და ცოტათი კომიკურად ჟღერდა დღეს კობახიძის განცხადება, რომ ემზადებიან მეორე ტურებისთვის. ვისთან შესაჯიბრებლად ემზადებიან, გაურკვეველია. თუ ქვეყანაში გაუქმდა დემოკრატიული პროცესი, დაე, მსოფლიომ იცოდეს, რომ ქვეყანაში არის გაუქმებული დემოკრატიული პროცესი“, – განაცხადა სამადაშვილმა.