“ქართული ოცნების” წევრის, გიორგი კახიანის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ ლეგიტიმურად სცნო არჩევნები, ამიტომ ოპოზიციის მოთხოვნები სრულიად აბსურდულია.
გიორგი კახიანი ოპოზიციას მოუწოდებს რომ გონს მოეგოს.
“იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში ოპოზიციური ჯგუფები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და დაუბრუნდებიან საარჩევნო რეჟიმს, რადგან ეს არის ერთადერთი კანონიერი გზა, მით უემტეს იმ ფონზე, როდესაც სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობამ სრულიად ლეგიტიმურად ცნო პირველი ტური, ამ ფონზე აბსურდული ჩანს მათი პოზიცია.
თეორიულად თუ ვიტყვით, რა მოხდება სამართლებრივად, თუ ასე არ მოხდა, არჩევნების მეორე ტური მაინც ჩატარდება, არჩევნები შედგება და პარლამენტის ფუნქციონირებასაც ვერანაირად ხელი ვერ შეეშლება. ამ თვალსაზრისით საპარლამენტო საქმიანობას ხელი არ შეეშლება.
აქ ხელის გადაწევის პრინციპით არ უნდ ვიმოქმედოთ, ჩავთვალოთ, რომ ეს არის ცხელ გულზე მიღებული გადაწყვეტილებები. იმედი მაქვს ოპოზიცია გონს მოეგება“,- განაცხადა გიორგი კახიანი.
ცნობისთვის, ოპოზიცია აცხადებს, რომ პარლამენტში არ შევლენ. ჯერჯერობით ამ თემასთან დაკავშირებით ოპოზიციაში მოლაპარაკებები მიმდინარეობს. “ევროპულმა საქართველომ” გადაწყვეტილება უკე მიიღო. პარტია პარლამენტში არ შევა და არც არჩევნების მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას.
წყარო: ptn.ge