ისტორიკოსი, სანდრო ჯამასპიშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
ვიმეორებ ჩემს სტრატეგიულ ხედვას.
1. მსოფლიო უსამართლოა.
2. ამ უსამართლობის ავტორია დასავლეთი.
3. საქართველო დასავლეთის მორჩილი ელიტის მიერ იმართება, ანუ დაპყრობილია,
4. მსოფლიოში არის ერთადერთი ძალა, რომელიც ამ უსამართლობის წინააღმდეგ იბრძვის – რუსეთი, კერძოდ მისი პრეზიდენტი.
5. ქართველ ერს არ შეუძლია დაუპირისპირდეს ამ უსამართლო მსოფლიო სისტემას მარტო, ამიტომ იგი უნდა დაუკავშირდეს რუსეთის პრეზიდენტის ერთგულ ძალებს და მათთან ერთად დაამარცხოს მსოფლიო ბოროტება და გათავისუფლდეს.
6. საქართველოს ჯანსაღმა ძალებმა ამ ეტაპზე გვერდით უნდა გადავდოთ იდეოლოგიური განსხვავებები,
7. ამ ეტაპზე გვმართებს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის ომის წარმოება, გამორიცხულია ანტიკონსტიტუციური ქმედები, თუმცა ჩვენი ა ქ ტ ი უ რ ი მომხრეების რაოდენობის კრიტიკულ ნიშნულამდე მისვლის შემთხვევაში ხელისუფლებას უნდა წავუყენოთ ულტიმატუმი, მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში კი გადავიდეთ აქტიურ ქმედებებზე. – ვითხოვთ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების განახლებას და მასთან სტრატეგიული მოკავშირეობის გაფორმებას.!!!