ავსტრიის პრეზიდენტმა, ალექსანდერ ვან დერ ბელენმა ავსტრიის დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს „ბნელი ღამე“ უწოდა. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
ბელენის განცხადებით, ვენაში განხორციელებული თავდასხმის სამიზნე ლიბერალური დემოკრატია იყო, რომელიც ასე აშკარად სძულთ ტერორისტებს.
ავსტრიის პრეზიდენტის თქმით, ეს იყო „ლაჩრული ტერორისტული თავდასხმა საზოგადოების გულის წინააღმდეგ“.
„სიძულვილი ვერასდროს იქნება ისეთი ძლიერი, როგორი ძლიერიცაა ჩვენი ერთიანობა თავისუფალ, დემოკრატიულ, ტოლერანტულ და სიყვარულზე დაფუძნებულ გარემოში“, – განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ ვენაში თავდასხმა 2 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მოხდა. მოკლულია თავდამსხმელთაგან ერთ-ერთი, ერთზე კი ძებნა კვლავ მიმდინარეობს.
წყარო: ghn.ge