COVID-19-ის შემთხვევების მატება და ახალი რეგულაციები

COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების მატებასთან ერთად მსოფლიოს ქვეყნები ახალ რეგულაციებს აწესებენ. დღეიდან გერმანიაში ბარები, კინოთეატრები, მუზეუმები, ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები დაიხურება. დასაშვები იქნება მაქსიმუმ 10 ადამიანის შეკრება. მუშაობას ჩვეული რეჟიმით განაგრძობს საბავშვო ბაღები და სკოლები.

ახალი რეგულაციები დააწესა კანადამ მოგზაურებისთვის. პანდემიასთან გამკლავების მიზნით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას განიხილავს პორტუგალიის მთავრობაც.

გასულ დღე-ღამეში ირანში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, საფრანგეთში კი ჰოსპიტალიზების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

 

“რუსთავი2”