“სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე კიდევ ერთხელ მიმართავს მხარდამჭერებს და მოუწოდებს კვირას, 8 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მივიდნენ.
ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია ერთიანია ისე როგორც არასდროს.
“უმნიშვნელოვანესი დღეა, ამ ხელმოწერის დოკუმენტით საზოგადოებას ვაჩვენებთ, რომ ოპოზიცია ერთიანია. ყველას მინდა ვთხოვო, კვირას, 15:00 საათზე აუცილებლად უნდა შევიკრიბოთ რუსთაველზე, რომ ეს დიდი ეროვნული ერთობა ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, მთელ საქართველოს, ყველას აბსოლუტურად იმისთვის, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა ქართული დემოკრატიისთვის, საქართველოს აღმშენებლობისთვის. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გავიმარჯვებთ” – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
წყარო: ptn.ge