გუბაზ სანიკიძე ყანაში რომ წასულიყო და თოხი აეღო, უფრო მეტი პროცენტულობით ძალიან დიდი დაფასება ექნებოდა, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა ლუკა კურტანიძემ„პალიტრანიუსის“ გადაცემაში “პოლიტნიუსი” განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გუბაზ სანიკიძეს ასეთი ნაბიჯები რომ არ გადაედგა, დღეს უფრო დიდი ავტორიტეტი ექნებოდა.
„როდესაც გუბაზ სანიკიძე პოლიტიკიდან გავიდა და არ მოხვდა „ქართული ოცნების“ ჯგუფში, ისეთი მოქმედებები არ უნდა გაეკეთება და დღეს უფრო დიდი ავტორიტეტი იქნებოდა. ყანაში რომ წასულიყო და თოხი აეღო, უფრო მეტი პროცენტულობით ძალიან დიდი დაფასება ექნებოდა“,- განაცხადა კურტანიძემ.
მისი თქმით, პოლიტიკოსებმა მხარი არ უნდა დაიჭირონ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ქართველ ერზე ძალადობდნენ.
„პოლიტიკური ველი არ უნდა უნდა შეიქმნას აგრესიულობით, რევოლუციურობით, ყოველთვის ერთმანეთის დაპირისპირებით. თუ ჩვენ ევროპას, აშშ-ს ვედრებით, ურთიერთობის, პოლიტიკური დებატების პრეცედენტი უნდა შევქმნათ. შეიძლება ეს ცხარე იყოს, მაგრამ არა ღირსების შემლახველი და არავითარ შემთხვევაში ისეთი, რომ ერთმანეთს კბილი-კბილის სწორ ველაპარაკოთ. ნინო ბურჯანაძე დგას ისეთ ადამიანებთან, რომელიც წარსულ იდეას საერთოდ ანგრევს და არ აქვს მორალური უფლება 26 მაისზე ილაპარაკოს, რადგან ვინც ბრძანება გასცა, იმას იცავს, ანუ გიგი უგულავასა და მიხეილ სააკაშვილს, გუბაზ სანიკიძის მარაზმზე ვერ ვილაპარაკებ, რომელიც დღეს ყველაზე დიდი „მიშისტია“.ნიკანორ მელია უფრო სიმპათიას იწვევს, ვიდრე მისი მდგომარეობა“,- განაცხადა კურტანიძემ.
ის მიიჩნევს, რომ პოლიტიკური მანიპულაციები არ უნდა ხდებოდეს.
„არ შეიძლება „ლებორიტული პარტია“ გერქვას ადამიანს და აკეთებდე ისეთ განცხადებას, რომელიც უკვე მასხარაობაში გადადის“, – განაცხადა კურტანიძემ.
მისი შეფასებით, გამოსავალი ისაა, რომ საზოგადოებამ ასეთი ადამიანები პოლიტიკური ველიდან გარიყოს.
ცნობისთვის, არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში არ შევლენ.