საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა.
„ჩვენ, ფრანგები, ვიზიარებთ ავსტრიელების შოკსა და მწუხარებას მას შემდეგ, რაც ვენაში თავდასხმა განხორციელდა. საფრანგეთის შემდეგ კიდევ ერთი მეგობრული ქვეყანა გახდა თავდასხმის სამიზნე. ეს ჩვენი ევროპაა. ჩვენმა მტრებმა უნდა იცოდნენ, ვისთან აქვთ საქმე. არაფერს დავთმობთ“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
შეგახსენებთ, რომ ვენაში მდებარე სინაგოგასთან უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. არსებული ინფორმაციით, ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, ხოლო რამდენიმემ გაქცევა მოახერხა. ქალაქის მასშტაბით პოლიცია სპეცოპერაციას ავრცელებს. ადგილობრივმა მედიამ სულ მცირე 7 დაღუპულის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.