დავით მარტიაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
ჩემი ეს პოსტი არა ვინმეზე მიმართვა იქნება არამედ უფრო ფიქრები ხმამაღლა და ვინაიდან ჩემი კედელია ვისაც გაინტერესებთ წაიკითხეთ ვისაც არა და უბრალოდ გაიარედ რადგან არავის არაფერს მოუწოდებ და არავის კონკრეტულად არ მივმართავ.
ამათმა ის გააკეთეს რომ მოვა აუცილებლად ქარიშხალი, რომელიც წალეკავს სუყველას თავის ნაცქოციანად, იმიტომ რომ უამრავ ხალხს ბოლო და გადამწყვეტი ბრძოლის გარდა სხვა შანსი არ დაუტოვეს ამ მანქურთებმა!
არ შევეხები იმას რაც მოხდა ეს რომ სპექტაკლი იყო ამას ყოველთვის ვაფიქსირებდი და ვერ ვიტყვი რომ მთლად ესეთ სურათს ველოდებოდი მაგრამ მიახლოებითს და სხვას არაფერს ველოდი(გადავლეთ წინა პოსტებს თვალი)ხოლო ის რომ ორი წელიწადია ვიძახი ივანიშვილი ნაცებს ხელისუფლებას აბარებს , ეს თვალნათლივ გამოჩნდა არჩევნების შედეგებითა და დაწყებული პროცესებით.
ის რაც ახლა ხდება დროში გაწერილი მრავალსვლიანი ტაქტიკაა, რომელიც საბოლოოდ სტრატეგიულად გამართლებულია და ყველაზე სამწუხარო რასაც უყურებ არის ის რომ პატრიოტული ოპოზიცია ჩაითრიეს ამ თამაში რომრლსაც ქვია თამაში ცალ კარებში და ღმერთმა ქნას მალე მიხვდნენ ამას თორემ საბოლოოდ მაინც მიხვდებიან და მივლენ აქამდე ახლა რამდენიც არ უნდა იძახონ რომ აბსურდს ვლაპარაკობ.
პირველი და ყველაზე დიდი შეცდომა პატრიოტული ოპოზიციის იყო ოს რომ არ გაერთიანდნენ და ყველამ ცალ ცალკე დაიწყო ერთი და იგივე ელექტორატზე ნადირობა რაც 1000% მომგებიანი იყო მხოლოდ ქოცებისა და ნაცებისათვის რადგან მათ თავიაანთი სტაბილური ელექტორატი ჰყავდათ ხოლო ორივეს მოწინაღმდეგე ელექტორატის ხმები დაყვეს პარტიებმა რითაც გარანტირებულად გაუხსნეს პარლამენტის კარები უმრავლესობით ქოცებსა და ნაცებს.
ეს ესე რომ მოხდებოდა ამას არ სჭირდება პროფესორობა პოლიტიკაში რომ გაეთვალათ პარტიულ სტრატეგებს და რატომ ვერ მოხდა მათი გაერთიანება ეს მხოლოდ მათ იციან და მე ამ საკითხზე ვერაფერს ვიტყვი.
საპრეზიდენტო არჩევნებზე 700 000 ხმა ნაცებს უბრალოდ რომ მიუწერეს და ამით გახადეს ქვეყანაში მეორე პარტია პირველობის პერსპექტივით ეს ირმა ინაშვილი მაც და ირაკლი შიხიაშვილმაც კარგად იცოდნენ , აქედან გამომდინარე ახლაც რომ მიუწერდნენ ნაცებს ზედმეტ ხმებს ამას ყველა ელოდებოდა , მაგრამ თუ ესე “ნაგლად” გაუყალბებდნენ პატრიოტთა ალიანს და ქართული მარში ს ამას არავინ ელოდა და საერთოდ რაც მარშს გაუკეთეს ის რომ ვითომ 1 % ც კი რომ ვერ გადალახეს ზუსტად ამაშია ძაღლის თავი დამარხული, ზუსტად ამ გაყალბებით აპირებენ ამ პარტიების რესურსები გამოიყენონ სათავისო თამაშში და ამის წინაპირობა დღეს უკვე ნათლად ჩანს.
არავინ რომ არ თქვას რომ მე სიზმარი ვნახე ამიტომ გავმარტავ რის საფუძველზე ვიძახი ამას და რა იქნებოდა ამ სიტუაციიდან ყველაზე კარგი გამოსავალი, ხოლო რამდენად სწორია ჩემი ანალიზი და დასკვნა ამას უახლოესი დღეები გვაჩვენებს.
დავიწყებ იმით რომ ქვეყანას არანაირი ქართული ოცნება არ მართავს მებისმიერი საშუალო რანგის გადაწყვეტილებას იღებს კელი დენგანი რომელიც შემდეგ ფეისბუკის პოსტით უგზავნის მთავრობას მესიჯს თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ამა თუ იმ საკითხზე , მაგრამ ჩვენებურად გასაგები ენით რომ ვთქვათ კელი კი არის გამგე მაგრამ არა გენერალური დირექტორი, მასაც ისევე როგორც ნაც ქოცებს პატრონი ოკეანეს გადაღმა ჰყავთ და რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის ზუსტად იმას შეასრულებს ივანიშვილიც და ნაცებიც ხოლო ამის შესასრულებლად რას გაითამაშებენ ეს უკვე ტექნიკისა და გემოვნების საქმეა, ამის ნათელი მაგალითები ბევრი გვაქვს თუნდაც ის რომ კონგრესმენები წყვეტენ ვინ უნდა ციხეში იჯდეს და ვინ პარლამენტში, საერთოდ კი ესენი ორი სახე და ერთი თავია მოკლედ რომ ვთქვათ.
რა ბრძანება აქვს მიღებული ბიძინას ამას ჩვენ ვერ გავიგებთ გარდა იმისა რომ პროცესებით გამოვთვალოთ. ხოლო მიმდინარე პროცესები დიდი ალბათობით ხელისუფლების გადაბარებაზე მიუთითებს და თუ ეს ესეა ნაცების ფაფხურს არავინ აღკვეთავს რამაც საბოლოოდ შესაძლა მიგვიყვანოს სწორედ ამისკენ და ბევრი რომ არ ვილაპარაკო თუ ვინმეს დღეს ამის არ დაშვების რესურსი გააჩნია, ეს არიან მარში და პატრიოტები, მაგრამ მათი მხრიდან ვხედავთ რომ სამართლიანად გაბრაზებულები ნაცვლად იმისა რომ ახლა მაინც გაერთიანდნენ ამ მონსტრის წინაღმდეგ ცალ ცალკე მოუწოდებენ თავიაანთ მომხრეებს და ცალ ცალკე აანონსებენ საპროტესტო აქციებს რაც ზუსტად სჭირდება ხელისუფლებას, ანუ მათი რესურსის სხვა რელსებზე დაყენება და პრობლემის გადატანა.
აქაც განვმარტავ ჩემს მოსაზრებას, დაუშვად ჩაატარეს საპროტესტო აქციები და გააპროტესტეს არჩევნების გაყალბება მაშინ ლოგიკურად მოთხოვნა ექნებათ ამ არჩევნების არ ცნობა რასაც ზუსტად ნაცები ცდილობენ რომ მიაღწიონ, ანუ უნებლიე მოკავშირეებათ ხდებიან ამ საკითხში
თუ ეს არ მოითხოვეს მაშინ რა უნდა მოითხოვონ, პროცენტების მიწერა? ეს აბსურდია და არამგონია ასეთ აბსურდზე ან ირმა წავიდეს ან ირაკლი და სანდრო.
რომ არ ვიმკითხაოთ ყველაზე კარგი გამოსავალი ამ ხელოვნური კრიზისიდან , დიახ ხვალ და ზეგ დაინახავთ რომ ეს გადაიქცევა ხელოვნურ და მართულ კრიზისად რამაც საბოლოოდ შეიძლება გამოიწვიოს ხელისუფლების გადადგომა და ახალი არჩევნების დანიშვნა.
ნაცებმა თუ შეხედავთ ახალი არაფერი მოიგონეს , ქათმების რევოლუციის ტაქტიკით მოქმედებენ სადაც ბევრი ვარიანტები ექნებათ გათვლილი შექმნილ სიტიაციიდან გამიმდინარე იმ წუთებში და იმ საათებში, ამიტომ ეს რომ არ მოხდეს და გამოირიცხოს კარგი იქნებოდა თუ ეს ორი პარტია გააერთიანებდა თავის რესურსებს და ხელისუფლებას აიძულებდა პარლამენტის გახსნას ამ შედეგებით.
ვისაც რა ალოგიკურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ რომ ამათ გაუყალბეს და ამათვე ცნონ ეს შედეგები ეს არამცთუ კარგი გამოსავალია არამედ დარწმუნებული ვარ არევს ნაც ქოცების ყველა კარტებს , ისენი ელოდებიან რომ ეს ორი პარტია ჩაშლის არჩევნების შედეგებს და მათაც ეს უნდათ მაგრამ რასაც მე ვიძახი სტრატეგიაში გამართლებულია და ხალხს მოუტანს გამარჯვებას თუ გახსნევინებენ ახლ პარლამენტს ამ შედეგებით(მთავარია ახლა რომ ნაცებმა არ იგდონ სადავეები ხელში)შემდეგ ირმა ინაშვილი ამზადებს ნორმალურ სარჩევნო კანონმდებლობას და საპროტესტო აქციების მუხტით ოცნებას აღებინებს ახალ კანონმდებლობას, როგორც კი ახალი კანონმდებლობა შედის ძალაში ამის მერე ოცნებას უნდა აღებინონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ გაყალბებაზე და აქციების ძალით უნდა დაინიშნოს რიგ გარეშე არჩევნები!
კარგი ზღაპარია არა კეთილი დასასრულით? კი მეც დაგეთანხმებით მაგრამ სინამდვილეში კარგი და უსისხლო გამოსავალია იმ კრიზისიდან რასაც ქმნიან ნაცებზე ხელისუფლების გადასაცემათ.
მე არავის მოუწოდებ დამეთანხმონ თუ არ დამეთანხმონ რაც დავწერე, მე ჩემ კედელზე გავახმოვანე ჩემი ფიქრები.
ღამე მშვიდობისა მეგობრებო!