“მსოფლიომ” გადაგვიწყვიტა, ასე უნდა ვიცხოვროთ! სტრესით დაიხოცება ადამიანთა უდიდესი ნაწილი და ასეთ მკვდრებს არავინ დაითვლის- ნინო ახობაძე

ნინო ახობაძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

ქუჩაშიც ავიკრათ პირები, მომავალ წელს თუ საშიშმა ენტეროვირუსმა შემოგვიტია, ჩავიცვათ პამპერსები; აღარ გავიდეთ საერთოდ სახლიდან, პროდუქტი შევიძინოთ ონლაინ, აღარ გადავკოცნოთ ერთმანეთი, დღეში ასჯერ ვიბანოთ ხელები, ჩამოვიცვათ დამცავი ფარები, ამოვიცვათ ბახილები, ერთმანეთს ვეკონტაქტოთ მხოლოდ სოცქსელებში, აღარ ვიზეიმოთ არაფერი, აღარ შევიკრიბოთ აღარასოდეს აწი არსად, არც მეგობრების წრეში; ვუყუროთ ტელევიზორში ჰიჩკოკ ინფორმაციებს; დავივიწყოთ ქორწილები, ვინც თუნდაც ოცკაციანს გადაიხდის-დედის ტრაკი ვაგინოთ ფეისბუქზე და დავწეროთ რომ “შენი ბრალია მე რომ უნდა მოვკვდე”!

ასევე: ვითვალოთ მიცვალებულები, მოვყვეთ თუ როგორ იტანჯა ჩვენმა ნათესავმა როდესაც ეს ვირუსი შეხვდა; ვეძახოთ ერთმანეთს ჯოგი და ნახირი, დავივიწყოთ რომ ამქვეყნად არსებობს სხვა დაავადებებიც;
აღარ ვიმუშაოთ, დავხუროთ მაღაზიები, დავტოვოთ მხოლოდ პროდუქტი დახლებზე; აიკრძალოს სხვა ყველაფერი! ტრანსპორტი გაჩერდეს! სწავლა მხოლოდ ონლაინ! ჩავკეტოთ ქალაქები; გავზარდოთ ჯარიმები
—–
შევასრულოთ აი ეს ყველაფერი და ჩვენ არასოდეს არ დაგვემართება ეს ვირუსი!
უბრალოდ, ცოტათი გამოვ@@@ვდებით და ცოტაც დავფსიქოზდებით. სტრესით დაიხოცება ადამიანთა უდიდესი ნაწილი, მაგრამ ამას არსად არც ერთი ტელევიზია არ გამოაცხადებს და არც ასეთ მკვდრებს დაითვლის აქ ვინმე.
აი ასე უნდა ვიცხოვროთ, თუ გვინდა რონ “ჯანმრთელები” ვიყოთ.
მსოფლიომ ასე გადაწყვიტა.
არც ეს ვირუსი აპირებს სადმე წასვლას. ხოშიანად მოიკალათა დედამიწაზე.
როდემდე ვიყოთ ასე?
სიცოცხლის ბოლომდე.
აააა ვაქცინა, ხოო!
უბრალოდ საქმე იმაშია რომ კორონა აღარ ერქმევა თორე
სხვა ახალი ვირუსიც გამოჩნდება…
ჰოდა როდემდეე?
როდემდე და სანამ მსოფლიო არ გვიბრძანებს რომ კარი გავაღოთ.
ვიჯდეთ ჩაკეტილები და როდესაც პროდუქტის შესაძენი ფულიც აღარ გვექნება, აქ შემოვიდეთ ხოლმე და ნაწილმა მიშა ვწყევლოთ, ნაწილმაც ბიძინა.
მთავარია ჯანმრთელები ვიქნებით!
ქუჩაში თუ პირბადეს არ გაიკეთებთ, აღარ იქნებით ჯანმრთელი! და ვიღაცა რო ავად გახდება-იქნება შენი ბრალი!
გინდა ცინიკოსობაში ჩამითვალეთ ეს პოსტი, გინდა იდიოტობაში, გინდა სრულ სიმართლეში.
ზუსტად ეს გვეჭყანება. რაც ზემოთ დავწერე.
მე არ მეჩხუბოთ ((( ზუსტად ის დავწერე, რასაც მსოფლიო ითხოვს…
ღმერთო, რა ადვილი ყოფილა ვირუსისგან თავის დაცვა-ქუჩაში ნიღაბი! აი გამოსავალი, რომელიც მსოფლიომ იპოვა… ცხრა თვის მანძილზე ))))))))))))))))))))))))))))))))))))
კომუნისტების დროს რო მონები ვიყავით
აის სმაილი აქა.

ნინო ახობაძე