პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება. შესაბამისი გადაწყვვეტილება მთავრობის უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პრემიერმინისტრი და მისი დაცვის წევრები კორონავირუსით დაავადდნენ – მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიაში არ დადიოდნენ.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა მარია ცქიტიშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ემსახურება.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, პირბადეების ტარება არა მხოლოდ დახურულ სივრცეში, არამედ ღია სივრცეშიც სავალდებულო იყოს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
საქართველოს მთავრობაში, ეტყობა, ჯერ არ გაუგიათ, რომ ღია სივრცეში, როდესაც ადამიანები ერთმანეთთან შექუჩებულნი არ დგანან, პირბადის გაკეთება უაზრობაა და კონტრპროდუქტიულიც – ადამიანი შეისუნთქავს პირბადეზე რამდენიმე საათის განმავლობაში კონცენტრირებულ მიკრობებს, მათ შორის, შესაძლო საშიშ ვირუსებს.
როგორც ჩანს, კორონავირუსით მთავრობის წევრების დაავადებამ ამ მთავრობაში პანიკა შექმნა და ახლა აქციონიზმით არიან დაკავებულნი – ოღონდ რამე გააკეთონ, თუნდაც უაზრობა, მნიშვნელობა არ აქვს. ხალხმა უნდა დაინახოს, რომ მთავრობა “მუშაობს” და ვირუსებს “მართავს”.
გადაწყვეტილება ასევე მოტივირებულია ხალხის სრული დამორჩილების, მისი “დაჩმორებისკენ” სწრაფვით.
იმედია, ამ სულელურ გადაწყვეტილებას მთავრობაში მალევე შეცვლიან და გონს მოვლენ. თუმცა ამის ნაკლები შანსია, რადგან ფულის კეთების ახალი საშუალება ნახეს – ხვალიდან, 4 ნოემბრიდან, ქუჩაში პირბადის არტარების გამო, მოქალაქეებს 20 ლარით დააჯარიმებენ. უკავშირდება თუ არა ეს გადაწყვეტილება არჩევნების გაყალბებით უკმაყოფილო ხალხის პროტესტის წინაშე შიშს, მალე გამოჩნდება!