„მე საქართველოში ვერ ვბრუნდები არა იმიტომ რომ რომელიმე ოპოზიციის წევრს არ სურს დავბრუნდე, არამედ იმის გამო, რომ პოლიტიკურ დევნილობაში ვარ, არსებული დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ, რომელმაც ამ დღეებში, ქართველ ერს მოპარა თავისუფალი არჩევანის უფლება“, – ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.
მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა, პრაქტიკულად, მთელი საქართველოს დღევანდელ და მომავალ თაობებს წაართვა პერსპექტივა.
მადლიერი ვარ იმ ხალხის, ვინც ჩემი დაბრუნების საკითხს აყენებს, რა თქმა უნდა, ჩემთვის უმძიმესია მრავალწლიანი განშორება სამშობლოსთან და ჩემთვის სამშობლოს მიწაზე ფეხის დადგმა – ეს არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე, რომელიმე თანამდებობა ან ნებისმიერი პოლიტიკური როლი. მე არ ვისწრაფვი რაიმე ექსკლუზიური როლისთვის, მე ვარ ერთ-ერთი, თანასწორთა შორის. ახლა ყველანი უნდა ვკონცენტრირდეთ ოლიგარქის მიერი ჩატარებული მანიპულაციების წინააღმდეგ, რადგან ეს უსამართლობა არ შერჩეს ივანიშვილს. აქვე ვიტყვი, თუ ქართული ოპოზიციური ერთობა ჩათვლის რომ, ივანიშვილის დასამარცხებლად ჩემი ჩამოსვლა იქნება ერთ-ერთი იარაღი, გარწმუნებთ ვიპოვი საშუალებას საქართველოში შემოღწევის და ვერანაირი წინაღობა ამ სურვილს ხელს ვერ შეუშლის. ჩემი უსაფრთხოება მეასე ხარისხოვანია მაშინ, როცა სამშობლოს ვკარგავთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს რაიმე განხეთქილების ან უთანხმოების თემა. მაშინ, როდესაც უკვე მიღწეულია უმნიშვნელოვანესი შეთანხმება ოპოზიციურ პარტიებს შორის“. – წერს სააკაშვილი.