“ქართული ოცნება” დღეიდან არჩევნების მეორე ტურისთვის მზადებას იწყებს.
პარტიის წევრები დარწმუნებულნი არიან, რომ ისინი ყველა ოლქში შეძლებენ გამარჯვებას, ოპონენტებს კი მოუწოდებენ უარი არ თქვან პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობაზე, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ 8 ოპოზიციური პარტია გადაწყვეტილებას არ შეიცვლის და პარლამენტში არ შევა – მმართველი გუნდი განმარტავს, რომ საკანონმდებლო მუშაობა არ შეფერხდება.
“ჩვენ დღევანდელი დღიდან უკვე ვიწყებთ მზადებას, რომ მეორე ტურშიც მივაღწიოთ წარმატებას კიდევ უფრო მეტს, ვიდრე ეს იყო პირველ ტურში და ნებისმიერ შემთხვევაში, ოპოზიციის წარმომადგენლები მიიღებენ, თუ არა მონაწილეობას, ისინი ფორმალურად მაინც იღებენ მონაწილეობას, ბიულეტენში მათი სახელები და გვარები მაინც იქნება დაფიქსირებული და აქედან გამომდინარე ჩვენ გვიწევს მაინც საარჩევნო კამპანიის სრულფასოვნად ჩატარება,” – განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა მამუკა მდინარაძემ.
“რუსთავი2”