ყველა ზღვარგადალახული პარტია მიხეილ სააკაშვილის თამაშს თამაშობს – პაატა ზაქარეიშვილი

პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი “პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ არჩევნებში ყველა ზღვარგადალახული ოპოზიციური პარტია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თამაშს თამაშობს.

როგორც მან განაცხადა, “ნაცმოძრაობა” ამჟამად ყველა წვრილ პარტიას აშანტაჟებს.

“რა თქმა უნდა, ყველა ზღვარგადალახული ოპოზიციური პარტია მიხეილ სააკაშვილის თამაშს თამაშობს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააშანტაჟა ყველა პარტია. მათ ყველა პარტიას უთხრეს, ხომ ხედავთ, ვინ არის დღეს მთავარი ოპოზიციაში. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვიტან „ნაციონალურ მოძრაობას“, ამ პარტიამ თავისას მაინც მიაღწია. როგორც კი არ შევიდა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანოში სხვა პარტიების შესვლამაც აზრი დაკარგა” – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ოპოზიცია არ აღიარებს და რიგგარეშე არჩევნების დანიშნავს ითხოვს.

წყარო: ptn.ge