სააკაშვილი ჩამოსვლას თუ აპირებს, ჩამოვიდეს და პასუხისმგებლობა აიღოს, თუ არა და მაშინ თავი დაანებოს ტყუილ დაანონსებას!

უკეთესი იქნება, თუ ჩამოყალიბდება. თუ აპირებს ჩამოსვლას, ჩამოვიდეს და პასუხისმგებლობა აიღოს – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ჩამოვა თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, ეს პირადად მისი გადასაწყვეტია.

“მინდა, აბსოლუტურად მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველოსთვის ბრძოლის ხაზი გადის საქართველოზე. საქართველოსთვის ბრძოლის ხაზს ქმნიან ის ადამიანები, ვინც დღეს ამ დარბაზშია შეკრებილი – ოპოზიციის ლიდერები, ასევე ის ადამიანები, ვინც არჩევნებზე წავიდა და ხმა არ მისცა „ქართულ ოცნებას“ და ის ადამიანები, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ და მომავალშიც მიიღებენ მონაწილეობას. აი, აქ გადის საქართველოსთვის ბრძოლის პოლიტიკური ხაზი. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ჩვენი პოზიცია მთელ საარჩევნო პერიოდში იყო ძალიან მკაფიო – ჩვენ მისი პრემიერ-მინისტრობის წინააღმდეგი ვიყავით და ვართ. ასევე, წინააღმდეგი ვართ ამ ქვეყანაში ნებისმიერი ახალი ერთპარტიული ან ერთპიროვნული მმართველობის. მისი ჩამოსვლა/არ ჩამოსვლა პირადად მის მიერ მისაღები გადაწყვეტილებაა, ოღონდ უკეთესი იქნება თუ ჩამოყალიბდება. თუ ის აპირებს ჩამოსვლას, ჩამოვიდეს და აიღოს პასუხისმგებლობა, თუ არ აპირებს არ ჩამოსვლას, მაშინ უკეთესი იქნება, თავი დაანებოს ტყუილ დაანონსებას, რომელსაც ასე ეფექტურად იყენებს ხელისუფლება” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

წყარო: ptn.ge