შეიძლება ნახევარი საქართველო გადავიმტერო, მაგრამ მაინც ვიტყვი მწარე სიმართლეს- დ. ბიძინაშვილი

დიტო ბიძინაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

ამ პოსტით შეიძლება ნახევარი საქართველო გადავიმტერო, მაგრამ მაინც ვიტყვი მწარე სიმართლეს:
მთავრობა ღირსია ამ აქციების, იმიტომ რომ კოჰაბიტაცია მოგვახვიეს, დამნაშავეები არ დასაჯეს და მორალურად მკვდრებიც კი გააცოცხლეს.
ჟოპოზიცია – ნაცი-შმანცი,გირჩი, უიმედო ვაშაძე, ხაზარ მევახშე და ის წვრილთვალა გველი ბოკერია, ერთი ჩორტია ყველა. და ესენი მთავრობაზე მეტად არიან უფრო უარესის ღირსი. ყველა მათგანმა იცოდა რა პროცენტსაც აიღებდნენ, ოქმებსაც ხელი მოაწერეს და კარვებიც დიდი ხნით ადრე ქონდათ შეკვეთილი.
რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, თქვენც ღირსები ხართ ახლა ამ აქციების და ამ შედეგების, რადგან არც ერთმა თქვენგანმა მთავარი სიმართლე არ თქვით(რასაც ვგულისხმობ კი უნდა მიხვდეთ) არც გაერთიანება იკადრეთ, რადგან პირველობის სურვილი გჭამთ. მოკონსერვატორო ძალები აქციებსაც კი არ ატარებთ ერთად.
ასეთი ამბავი თუ მახსენდებოდეს მსოფლიო ისტორიიდან, მე ვიყო ფინანსების კარგად “მცოდნე” მაჭუტაძე 
მაგრამ მე რა ვქნა, მე?
კომენტარებში კაცობას ჯობია, რომ საკუთარ გაფუჭებულს შეხედოთ.