დასავლეთ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 98-მდე გაიზარდა. ამის შესახებ იტყობინება ქვეყნის საგანგებო და კატასტროფების მართვის სააგენტო (AFAD).
სამინისტროს ცნობით, მიწისძვრის შედეგად 994 დაზარალებულიდან 847 გაწერეს საავადმყოფოებიდან. 147 მოქალაქე კვლავ მკურნალობს.
30 ოქტომბერს ეგეოსის ზღვაში 6,6 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. მისი ეპიცენტრი მდებარეობს იზმირის პროვინციის ქალაქ სეფერიჰისართან. ყველაზე მეტად დაზარალდა თურქეთის ქალაქი იზმირი, სადაც 20-მდე შენობა განადგურდა.
რყევები ასევე იგრძნობოდა საბერძნეთის რამდენიმე კუნძულზე. კუნძულ სამოსზე მიწისძვრის შედეგად, ასევე დაიღუპა და დაშავდა ხალხი.
“აიპრესი”