ამერიკა პრეზიდენტს ირჩევს

აშშ-ში მოქალაქეები სახელმწიფოს მეთაურს პირდაპირ კი არ აძლევენ ხმას, არამედ თავდაპირველად კენჭს უყრიან ამომრჩეველთა კოლეგიას, რომლებიც შემდეგ თავიანთი კანდიდატის სასარგებლოდ აძლევენ ხმას

აშშ–ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ მოგვიანებით ხალხის წინაშე წარსდგება და განცხადებას გააკეთებს „დიდი გამარჯვების“ თაობაზე.

ამის შესახებ პრეზიდენტმა საკუთარ Twitter–ზე დაწერა და იქვე ხაზი გაუსვა, რომ დემოკრატებს არჩევნების მოპარვა სურთ.

„ჩვენ დიდი აღმავლობა გვაქვს, მაგრამ ისინი ცდილობენ, მოიპარონ არჩევნები. ჩვენ არასდროს მივცემთ მათ ამის უფლებას“, — განაცხადა ტრამპმა.

“სპუტნიკი”