ირაკლი დოჭვირი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
ნამეტანი დამოუკიდებელი და დემოკრატიული ქვეყანა გავხდით ნამეტანი?. ყველა მიჩერებულია ვინ გაიმარჯვებს ამერიკაში. თუ ბებერმა ჯომ გაიმარჯვა შეიძლება ნაცებს ,,უპადეშოს” და ბიძინა ჩამოაგდოს. თუ თავქარიანმა ტრამპმა გაიმარჯვა იქნება არ შეცვალოს არჩევნების შედეგები. პარტიამ ,,სოციალური სამართლიანობისთვის” რომელმაც არჩევნებში სულ რაღაც ორასამდე ხმა აიღო საკუთარ შტაბში დიდი მონიტორი დაამონტაჟა და მოუწოდა ხალხს მივიდნენ და აქედან ,,უბალეშიკონ” ტრამპს. ალბათ კი არა ასე ექნებათ ჩაფიქრებული გამარჯვებული ტრამპი არ დაივიწყებს ამათ ქომაგობას და მათ კალათაში სამომავლოდ ხმებს ჩაუყრის. მართლაც ნამეტანი დამოუკიდებლები ვართ.
კორონავირუსს რაც შეეხება. როგორც აღმოჩნდა არჩევნების ლეგიტიმაციას შეწირეს ხალხის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ყველაფრის კლასტერი იყო საქართველოში დაფიქსირებული, მაგრამ არჩევნების კლასტერს რატომღაც არ წინასწარმეტყველებდნენ ჩვენი ექიმები. ყველა პროფესიის ადამიანი დაინფიცირდა, მაგრამ საარჩევნო კომისიის წევრებს ვირუსი არ გაეკარა ზებუნებრივი ძალები მფარველობდა თითქოს.
დამაფიქრებელია ეს თემა და არის მასზე ორი პასუხი 1. ადამიანთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეწირეს არჩევნების ლეგიტიმაციას. 2. ანდა კორონა ვირუსი ფარსია და იყენებენ საჭიროებისამებრ.
ამასობაში ყოველდღიურად რამდენიმე ათასი ინფიცირდება და ოცი ადამიანი კვდება. მთავრობამ ვირუსის გავრცელებაზე კონტროლი დაკარგა და პროცესები უკვე ქაოსურად მიმდინარეობს. მეორე ტურის შემდეგ სავარაუდოდ იქნება ჩაკეტვები პირველი ტურის შემდეგ გამკაცრებები დაიწყო, მაგრამ შედეგი სათუო იქნება ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ამირან გამყრელიძეს რომელმაც გადააბრუნა ,,პლასტინკა” და შინ დარჩენის ნაცვლად ხალხს გარეთ გამოსვლისკენ და ხმის მიცემისკენ მოუწოდებდა რათა ვიმეორებ არჩევნებს ლეგიტიმურობა შეეძინა. ანუ ექიმები პოლიტიკურ პროცესში იქნენ ჩართულნი და სავალალო შედეგებისკენ და იტალიის სცენარისკენ გააქანეს ისედაც უფსკრულის პირას მიყვანილი საქართველო.
2. არჩევნები არ გაყალბებულა!!! მოსყიდვით იყო, ძალდატანებით, მუქარით თუ ცრუ დაპირებებით მასამ იმას მისცა ხმა რაც ოქმებშია აღნიშნული. არ მისცა მარშს არავინ ხმა. პატრიოტთა ალიანსს ბევრი უბნიდან ერთი ხმაც არ წაუღია ანუ საკუთარმა კომისიის წევრბმაც არ მისცეს ხმა. მე პირადად ვიცი რომელმა კომისიის წევრმა არ მისცა და რა უბანზე ხმა. ეს პირველ რიგში პარტიის ბრალია და შემდეგ ხელისუფლების. არჩევნებს რომ ითხოვთ მოიგებთ? ისევ ეს შედეგი დაფიქსირდება რადგან არჩევნები ფინანსებია. ფინანსები კი აქვთ პირველ მეორე ადგილზე გასულ პარტიას. მათვე აქვთ ელექტრონული და ბეჭდური მედეა. საერთაშორისო მხარდაჭერაც რაც არჩევნების შედეგებს ხდის გარანტირებულად.
იმისთვის რომ დადგეს სხვა შედეგი ხმის დათვლაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს. შესაცვლელია საარჩევნო გარემო. ხალხს უნდა მიეცეს თვალთახედვის გაფართოების საშუალება და ნაჭუჭიდან არ უნდა იხედებოდეს. უნდა ირწმუნოს მასამ რომ ეს არჩევნები ცვლის ქვეყნის განვითარებას და არა მის ხელისუფლებას. რომ არჩევნების გზით შეიძლება მოგვარდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და წაიწიოს წინ ქვეყნის ეკონომიკამ. ვიმეორებ კიდევ ერთხელ არსებობს ასეთი პიროვნება რომელიც არსებითათ შეცვლის პროცესებს. ეფუთში წავიკითხე))) ვანგამ და ლელა კაკულიამაც იწინასწარმეტყველეს?? სამტრედიელ კაცს შუა აზიაში დაბადებულს შეუძლია ქვეყნის ხსნაო.))) მოძიეთ ახლა ვინაა ეს პიროვნება და მოითხოვეთ მისი აქ ჩამოსვლა. მანამდე იყავით ამ ჭაობში და მიაჩერდით ვინ გაიმარჯვებს ამერიკაში.