ირანის სულიერი ლიდერი აცხადებს, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო აჩევნების შედეგები ვაშინგტონის მიმართ თეირანის პოლიტიკაზე გავლენას არ იქონიებს.
ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო აჩევნების შედეგები ვაშინგტონის მიმართ თეირანის პოლიტიკაზე გავლენას არ იქონიებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ჩვენი პოლიტიკა აშშ-ის მიმართ მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული და არ იცვლება ინდივიდების გადაადგილებით. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ წავა და ვინ მოვა“, – განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, 2018 წელს აშშ-მ ირანთან ბირთვული შეთანხება დატოვა.
პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ არჩევნების გამარჯვების შემთხვევაში, ვაშინგტონი 2015 წლის შეთანხმებას დაუბრუდება, თუ ირანი თავის ვალდებულებებს შეასრულებს.
აშშ-ში რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ადგილობრივი კანონმდებლობით, არჩევნებში გადამწყვეტი ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებია.
პრეზიდენტის გარდა, ამერიკელი ამომრჩევლები 35 სენატორსა და 435 კონგრესმენს ირჩევენ.
აშშ-ის კანონმდებლობით, ფოსტით მიცემული ხმების მიღება კიდევ რამდენიმე დღეს გრძელდება.
წყარო: ptn.ge