ინფიცირების 2295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 46817-ს შეადგენს.

დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში 3004 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –   4355. კოვიდ სასტუმროში მოთავსებულია  2428 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ – stopcov.ge-ზე განახლდა.

 

“რუსთავი2”