მადაგასკარზე შემთხვევით გადაშენებული ქამელეონი აღმოაჩინეს – /VIDEO/

გერმანელმა ჰერპეტოლოგებმა (ზოოლოგები, რომლებიც ამფიბიებსა და ქვეწარმავლებს სწავლობენ) მადაგასკარზე ქამელეონი Furcifer voeltzkowi აღმოაჩინეს, რომელიც 1913 წლიდან გაუჩინარდა და გადაშენებულად ითვლებოდა. საინტერესოა, რომ მეცნიერებმა ეს სახეობა არა ღრმა და შორეულ ტყეებში, არამედ სასტუმროს ბაღში იპოვეს. ამის შესახებ Salamandra წერს.

ქამელეონის სახეობა Furcifer voeltzkowi პირველად 1893 წელს აღწერეს. მეცნიერები შიშობდნენ, რომ ის გადაშენდა. გარემოს დაცვის ორგანიზაციამ Global Wildlife Conservation ეს ქამელეონი 25 ყველაზე ძებნილი სახეობების სიაში შეიტანა.

მიუნხენის ზოოლოგიური სახელმწიფო კოლექციის ჰერპეტოლოგთა ჯგუფმა გადაწყვიტა, Furcifer voeltzkowi-ის ბედი გაერკვია. ექსპერტები მადაგასკარზე ჩავიდნენ, სადაც ეს ცხოველები პირველად აღმოაჩინეს.

ერთ-ერთი სასტუმროს ეზოში მათ 3 მამალი და 15 დედალი იპოვეს.

ჰერპეტოლოგებმა პირველად აღწერეს დედალი Furcifer voeltzkowi. ისინი უფრო მცირე ზომის არიან, ვიდრე მამრები და უფრო აქტიურად იცვლიან ფერს.

ექსპერტებმა ასევე წამოიწყეს ჰიპოთეზა, თუ რატომ ვერ ხედავდნენ ადამიანები ამ ქამელეონებს. ისინი ვარაუდობენ, Furcifer voeltzkowi წვიმების სეზონის დადგომასთან ერთად (ოქტომბერი-ნოემბერი) იჩეკება სწრაფად იზრდება და იწყებს გამრავლებას. მშრალი სეზონის დასაწყისში, ყველა ზრდასრული ქამელეონი კვდება და კვერცხებს ტოვებს. შედეგად, ცხოველების ნახვა მხოლოდ წლის რამდენიმე თვის განმავლობაშია შესაძლებელი.

წყარო: report.ge