პირველად აშშ-ს ისტორიაში სენატორად აირჩეს ტრანსგენდერი ქალი!

აშშ-ში სარა მაკბრაიდი პირველი ტრანსგენდერი ქალია, რომელიც დელავერის შტატის სენატორად აირჩეს. მან თავის ოლქში მეტოქე, სტივ ვაშინგტონი დაამარცხა. ამის შესახებ BBC წერს.

“და ჩვენ ეს შევძელით. ჩვენ მოვიგეთ საყოველთაო არჩევნები. ვიმედოვნებ, რომ ეს საღამო LGBT+Q ბავშვს აჩვენებს, რომ ჩვენი დემოკრატია მათთვისაც საკმარისად დიდია. მადლობა, მადლობა, მადლობა ყველას” – განაცხადა მაკბრაიდმა.

30 წლის მაკბრაიდი LGBT პირების უფლებების დასაცავად მუშაობდა. გარდა ამისა, სარა ობამას ადმინისტრაციაში სტაჟიორად მუშაობდა. ახლა ის ქვეყნის უმაღლესი რანგის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა.

ცნობილია, რომ მის გარდა კიდევ ბევრ LGBT პირს აქვს შანსი, გახდეს სენატორი ან კონგრესის წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად კონგრესის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებიც მიმდინარეობს.

წყარო: report.ge