პირველადი შედეგების თანახმად შტატების ნაწილში ჯო ბაიდენი, ნაწილში კი – დონალდ ტრამპი ლიდერობს

აშშ-ში პირველი საარჩევნო უბნები დაიხურა და შესაბამისად, რამდენიმე შტატის პირველადი შედეგების გავრცელება დაიწყო.

კერძოდ, დონალდ ტრამპი ლიდერობს ტენესის შტატში, რაც მას კოლეგიის 11 წევრის ხმის მოპოვების შესაძლებლობას აძლევს, მისისიპში (6 ხმა), არკანზასში (6 ხმა), ოკლაჰომაში (7 ხმა), დასავლეთ ვირჯინიაში (5 ხმა), კენტუკში (8 ხმა), ინდიანაში (11 ხმა), ალაბამაში (9 ხმა), სამხრეთ დაკოტაში (3 ხმა), ჩრდილოეთ დაკოტაში (3 ხმა), სამხრეთ კაროლინაში (9 ხმა), უაიომინგში (3 ხმა), ლუიზიანაში (8 ხმა), კანზასში (6 ხმა), იუტაში (6 ხმა), მისურიში (10 ხმა), აიდაჰოში (4 ხმა).

რაც შეეხება ჯო ბაიდენს, წინასწარი შედეგების თანახმად, ის შემდეგ შტატებში ლიდერობს : ნიუ-ჯერსიში (კოლეგიის 14 ხმა), მასაჩუსეტსში (11 ხმა), მერილენდში (10 ხმა), დელავერში (3 ხმა), ვირჯინიაში (13 ხმა), ვერმონტში (3 ხმა), კონექტიკუტი (7 ხმა), ილინოისში (20 ხმა), ნიუ-იორკში (29 ხმა), როდ-აილენდში (4 ხმა), ნიუ-მექსიკოში (5 ხმა), კოლორადოში (9 ხმა), ნიუ-ჰემფშირში (4 ხმა), ვაშინგტონში (12 ხმა), ორეგონში (7 ხმა), კალიფორნიაში (55 ხმა) და კოლუმბიის ოლქში (3 ხმა).

ცნობისათვის, გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან სულ მცირე 270 ხმას მოიპოვებს. საარჩევნო კოლეგიის წევრებს თითოეული შტატი, მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად ირჩევს. არჩევნების საბოლოო შედეგების დადგენასა და გამარჯვებულის გამოვლენას, შესაძლოა, რამდენიმე დღე ან კვირაც დასჭირდეს, ვინაიდან, კორონავირუსის პანდემიის გამო, წლევანდელ არჩევნებზე ფოსტის საშუალებით ხმა უპრეცედენტოდ ბევრმა ადამიანმა მისცა და სხვადასხვა შტატს ხმების დათვლის განსხვავებული წესი აქვს.