საუდის არაბეთი რეფორმებისთვის ემზადება და შრომის კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეაქვს.
ქვეყანაში 2021 წლიდან შრომითი მიგრანტებისთვის შეზღუდვების გაუქმება იგეგმება. ეს კი უცხოელებს საუდის არაბეთში სამუშაოს ადვილად შეცვლის, დამქირავებლის ნებართვის გარეშე ქვეყანაში დაუბრკოლებლად შესვლისა და გასვლის ნებას მისცემს. ინიციატივა ძალაში 2021 წლის მარტიდან შევა. ქვეყანაში იმედოვნებენ, რომ ცვლილებები უცხოელი მუშახელის სამართლებრივ სტატუსსა და დამქირავებელთან ურთიერთობის სამართლებრივ ფორმებს მოაწესრიგებს.
ანალოგიური რეფორმები ახლახან უკვე გაატარა კიდევ ერთმა არაბულმა სახელმწიფომ ყატარმა, რომელიც 2022 წლისთვის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.
წყარო: report.ge