მარინა ყორანაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს და ფოტოს ავრცელებს:
«მე ვიცი რომ, სიკვდილის შემდეგ, ჩემს საფლავს ბევრ ნაგავს მიაყრიან, მაგრამ ისტორიის ქარი დაუნდობლად გაფანტავს მას».- სტალინი
❤️სტალინის ❤️ლექსი “მთვარე”:
იარე დაუღალავად,
თავი ნუ ჩაგიკიდია,
გაჰფანტე ნისლი ღრუბლების,
უფლის განგება დიდია.
ნაზად შესცინე ქვეყანას
შენ ფეხქვეშ გადაჭიმულსა
მყინვარს დამღერე ნანინა,
ზევიდან გადმოკიდულსა.
კარგად იცოდე, რომ ერთხელ,
ძირს დაცემული ჩაგრული
კვლავ აღემართვის მთას წმინდას,
იმედით აღტაცებული,
მაშ, ტურფავ, წინანდებურად
ღრუბლებში გაიკაშკაშე,
ლურჯ კამარაზე საამოდ,
სხივები შეათამაშე.
მეც გადაგიხსნი საკინძეს,
და მკერდს მოგიშვერ მთვარესა,
ხელ-განპყრობილი თაყვანს გცემ,
ქვეყნად შუქ-მომფინარესა!”❤️❤️