თბილისის სატრანსპორტო ქსელს 13 ახალი მარშრუტი ემატება

თბილისის მერმა კახა კალაძემ, მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი მარშრუტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

სატრანსპორტო ქსელს ემატება 13 ახალი მარშრუტი. აქედან 5 საქალაქო მნიშვნელობისაა და მიკროავტობუსების 8 ხაზი, რომელსაც საუბნო დატვირთვა ექნება. ამ ინფორმაციას უფრო დეტალურად მოგაწვდით, თუ რა მიმართულებით იმოძრავებენ ავტობუსები და მიკროავტობუსები. ამ მარშრუტებზე იქნება მხოლოდ განახლებული ტრანსპორტი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

“იმედინიუსი”