თქვენი მტერი პარტიები – “კვალიფიციური სუბიექტის” სტატუსისთვის ბრძოლა საქართველოსთვის ბრძოლის ნაცვლად

ვის აღარ გამოუხატავს ირონია საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიების სიმრავლით, რომლებიც ყოველ არჩევნებზე თავს იდებენ და პარლამენტში შესასვლელად იკლავენ თავს. გასაგებია, რომ “ქოცები” და “ნაცები” დიდი ფულისთვის და სრული ძალაუფლებისთვის იბრძვიან, თავიანთ სატელიტებთან ერთად, მაგრამ ხსნა ვითომ სხვა, წვრილ-წვრილ პარტიებშია?

ეს ნაკლებ სავარაუდებელია, ვინაიდან ამ პარტიების მოტივაცია, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, ფულადი დაინტერესებით აიხსნება. იმისათვის, რათა საქართველოში მოქმედ პარტიებს არ ჰქონდეთ ცდუნება, უკანონო შემოწირულობები მიიღონ, სახელმწიფო მათ აძლევს საშუალებას, დაფინანსდნენ ცენტრალური ბიუჯეტიდან. ეს ვითომ კარგი იდეა ქართულ რეალობაში იწვევს სპეკულიანტი, ფულზე დახარბებული უმუშევარი და უსაქმური ელემენტების გაერთიანებასა და გააქტიურებას, ნებისმიერი გზით მიიღონ ეს დაფინანსება, რომელიც სოლიდურ თანხას შეადგენს – მინიმუმ 300 ათას ლარს წელიწადში (მოქალაქეთა პოლიტიკური
გაერთიანებების შესახებ კანონი, მუხლი 30, პუნქტი 4). გარდა ამისა, პარტია თუ პარლამენტში მოხვდა, მისი წევრების დეპუტატობა იძლევა კარგი ხელფასისა და პენსიის გარანტიას.

დაფინანსების მისაღებად, აუცილებელი არ არის, პარტია მოხვდეს პარლამენტში ან მისი მაჟორიტარი კანდიდატები გახდნენ პარლამენტის წევრები. საკმარისია 3%-ის აღება, რომ პარტიამ მიიღოს “კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი”. გარდა დაფინანსებისა, ეს “კვალიფიციური” პარტიები გავლენას ახდენენ ყველა საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაზე – მათ თავიანთი ქვოტები აქვთ. ქვოტებს “კვალიფიციურებიდან” ისინი ავსებენ, რომელთაც ბიუჯეტიდან ყველაზე დიდი დაფინანსება აქვთ.

აი სწორედ ეს წარმოადგენს ჩვენი საარჩევნო სისტემის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას. ფულზე დახარბებული პოლიტიკური გაერთიანებები განსაზღვრავენ საარჩევნო პროცესს, კომისიების დაკომპლექტებას, დიდ ფულზე დახარბებულ დიდ პარტიებთან ერთად. შექმნილია ერთგვარი მაფია, რომელიც აკონტროლებს საარჩევნო და ხმის დათვლის პროცესებს. განმკითხავი არავინ არის, სოროსისტული “არასამთავრობოების” და ასეთივე სოროსისტი ჟურნალისტების გარდა.

ამ სისტემაში “მოღვაწე” პარტიები იბრძვიან “კვალიფიკაციისთვის” და არა საქართველოსთვის. ეს მათ ასე “გამოუდით”, სულ რომ პატიოსანი ადამიანებით იყვნენ კიდეც დაკომპლექტებულნი. ყოველდღიური რუტინა ადამიანს უჩლუნგებს საბოლოო, ამაღლებული მიზნისკენ სწრაფვას, თუ ეს ადამიანი მთლად ბოლომდე პატიოსანი არ არის, მით უფრო იოლად ავიწყდება მას ეს მიზანი.

წლების მანძილზე “კვალიფიცირებული” ლიბერალურ-დასავლური ორიენტაციის პარტიები არ მისცემენ საშუალებას ახალ, დამოუკიდებელ, განსხვავებული იდეოლოგიის ძალას, გახდეს ასევე “კვალიფიციური”. ამიტომ, ალტერნატიული ოპოზიციის ჩამოყალიბებისათვის საჭიროა დიდი სახალხო გაერთიანება, რომელსაც ბევრს ვერაფერს დააკლებს სხვადასხვა დონეზე საარჩევნო კომისიების მიერ გარკვეული რაოდენობის ხმების მოპარვა. ასეთ მოძრაობას უნდა ჰქონდეს ამომრჩევლის 60-65 პროცენტის რეალური მხარდაჭერა მაინც, რომ ფალსიფიკაციის პირობებშიც მინიმუმ 40-45%-იან შედეგს მიაღწიოს, რაც გარდამტეხი ეტაპის დადგომისთვის და შემდგომი საბოლოო წარმატებისათვის საკმარისი იქნება.

რაც შეეხება ბრძოლას ამჟამინდელი “პროლიბერასტური” საარჩევნო სისტემის პირობებში, მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული ადგილობრივი დამკვირვებლების სტატუსი, მაქსიმალური ზეწოლა უნდა მოხდეს მომავალ პარლამენტზე იმისათვის, რათა განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები და უფლება-მოსილებანი გაეზარდოთ ადგილობრივ დამკვირვებლებს არაკვალიფიციური პოლიტიკური მოძრაობებისა და უცხოეთიდან დაფინანსების არმქონე საზოგადოებრივი (არასამთავრობო) ორგანიზაციების რიგებიდან. სწორედ ასეთ ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, აკონტროლონ არჩევნების პროცესი, განსაკუთრებით – ხმების დათვლა. დაუშვებელია უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ჩარევა საარჩევნო პროცესებში! წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტიების უცხოეთიდან დაფინანსებაც უნდა დავუშვათ.

მანამ, სანამ ეს და კიდევ ბევრი სხვა სიახლე არ წამოვა საზოგადოების მხრიდან, სანამ ხალხი ასე ცხვრის ფარად იქნება მოჯადოებული, მოგვიწევს ტელესტუდიებში გულისამრევი კადრების ნახვა, როგორ სხედან ერთად 15-20-25 წლის მანძილზე მობეზრებული ფიზიონომიები, აგრეთვე არაფრის მთქმელი და გამკეთებელი ვითომ-ახალი სახეები და პარტიები, ერთ თარგზე გამოჭრილი, მატყუარა, უსინდისო და უტიფარი მტრები – ჩვენი, ქართველი ხალხის მტრები!

 

გულბაათ რცხილაძე